Monday 8 September 2014

პროექტიიდეა და ბრძოლა.


თემა დიდი რომანტიკოსები:პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებმა კომპლექსურად გაიცნონ და გაიაზრონ XIXსაუკუნის რომანტიზმის ფუძემდებლები,მათი ბიოგრაფია და შემოქმედება.
პროექტის აქტუალობა:პირველ რიგში პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს შესძენს ცოდნას რომანტიკოსების ცხოვრების,მათი ხედვისა და შემოქმედების შესახებ.აგრეთვე საუკეთესო საშუალებაა საგნების ინტეგრაციისა.შეეძლებათ გამოკვეთონ ის ღირებულებები, რომლებიც ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორც იყო მაშინ.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გამოიმუშაონ გუნდური მუშაობის უნარჩვევები,განივითარონ ურთიერთთანამშრომლობის ჩვევები,დაეუფლონ ინფორმაციის მოპოვების,პრეზენტაციის შექმნისა და გამართვის უნარჩვევებს.
მონაწილეთა ასაკი:Xკლასის მოსწავლეები,(1415.)
ვადები და ხანგრძლივობა:ორი თვე,მაისიივნისი.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:სემინარისთვის მოხსენებები,პრეზენტაციები,შემოქმედების ანალიზი,ექსკურსია ალ. ჭავჭავაძის სახლმუზეუმში წინანდალში.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:სახელმძღვანელოები,ალ. გრიბოედოვის, .ბარათაშვილის,.მიცკევიჩის, ..ბაირონის კრებულები,ბიოგრაფიები,სურათები ვიკიპედიასა და google-ში.კომპიუტერი პრეზენაციისთვის MS Power Point-ში.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მიზნობრივ ჯგუფს დავყოფ ოთხ ჯგუფად,გამოვკვეთ სამუშაო პრიორიტეტებს და დავალებებს გავანაწილებ .
ერთი კვირის შემდეგ: მოვახდენ ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს.(პოეტების ბიოგრაფიების შესახებ.)
ორი კვირის შემდეგ:მოსწა
Add caption
ვლეებთან ერთად შევარჩევთ ლექსებს ანალიზისთვის და პოეზიის საღამოსთვის პროექტის ფარგლებში.
ერთი თვის შემდეგ:შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად  გავაკეთებთ პრეზენტაციებს თითოეული პოეტის შესახებ.თან დასკვნების სახით დავურთავთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს.
ორი თვის შემდეგ ჩავატარებთ მინიკონფერენციას პრეზენტაციების თანხლებით და პოეზიის საღამოს.
ბოლოსექსკურსია წინანდალში.

პროექტის ხელმძღვანელი  ნანა კარელიძე

No comments:

Post a Comment